კორპორატიული ივენთები

“Black and White Party”

იან 13 / 2013

 

 

 

შარმ ტრეიდინგის მენეჯერთა კონფერენცია 2013 წლის 13 იანვარს ძველით ახალი წლის შეხვედრით დასრულდა. “Black and White Party” –ზე დასწრების მსურველი მამაკაცებისათვის აუცილებელი ჩაცმულობა იყო სმოკინგი, ხოლო ქალბატონებისათვის – გრძელი საღამოს კაბები.

საღამოს თიკა ფაცაცია და ვანიკო თარხნიშვილი უძღვებოდნენ. მოწვეული იყო ასევე ილუზიონისტი, დავით რობაქიძე.
კომპანიამ გამოავლინა გამარჯვებულები სხვადახვა ნომინაციებში, რომლებიც გრანდიოზული პრიზებით დაჯილდოვდნენ. თანამშრომლებისათვის მოეწყო კარაოკე, ფოტოების ვიქტორინა, სახალისო თამაშები, ფარული კამერა და სახალისო გამოკითხვა.