დასაქმება

 

მოგესალმებათ "შარმ ტრეიდინგი"-ს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება!

ჩვენი ორგანიზაციის წარმატება დამოკიდებულია თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე.

 

ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდა, ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომის მოყვარე ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ გუნდური მუშაობა, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.

სადისტრიბუციო კომპანია ”შარმ ტრეიდინგში” ადამიანური რესურსების შერჩევა გამჭირვალე და ობიექტური პროცესია, ვაკანსიები ყოველთვის ღიად არის გამოცხადებული თითქმის ყველა პოპულარულ დასაქმების საიტზე. შეფასების კრიტერმუმები მკაცრად არის განსაზღვრული ყველა აპლიკანტისათვის.

შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობას. გამოგზავნილი სააპლიკაციო ფორმის განხილვის შემდეგ ვუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს.

პირველ ეტაპს წარმოადგენს ინდივიდუალური გასაუბრება, რის შედაგადაც, შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას (კანდიდატის ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების შეფასების მიზნით), ბოლო ეტაპი, ეს არის გასაუბრება პიროვნებასთან, ვისთანაც აპლიკანტს უშუალოდ მოუწევს მუშაობა.

კომპანიას აქვს საკუთარი ტრენინგ ცენტრი, სადაც ტარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები, როგორც ახალი თანამშრომლებისათვის, ასევე უკვე არსებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.

 

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებითი რესურსით. 

 

იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე ვაკანსიებში თქვენთვის საინტერესო პოზიცია ვერ აღმოაჩინეთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ გაქვთ ის თვისებები და პროფესიული უნარები, რაც ჩვენი კომპანიის მოთხოვნებს შეესაბამება, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@sharmtrading.ge თვქენი მონაცემები შეინახება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მონაცემთა ბაზაში და შესაფერისი პოზიციის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებით.

 

სადისტრიბუციო კომპანია „შარმ ტრეიდინგ“-ში  თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. 

 

„შარმ ტრეიდინგი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

 

გისურვებთ წარმატებასა და კარიერულ ზრდას!

 

 

რჩეული ვაკანსიები

მერჩენდაზიერი

ბოლო ვადა: მარ 14 / 2022

გადამზიდავი

ბოლო ვადა: მარ 15 / 2023