სილამაზის სტუდია

სილამაზის სტუდია შვარცკოფი  დამწყები და გამოცდილი სტილისტებისათვის ატარებს ადგილობრივი და რეგიონალური მნიშვნელობის მქონე სემინარებსა და სწავლების კურსებს.  სტუდიის მიზანია,  ხელი შეუწყოს ყველას,  ვისაც სურვილი აქვს, დაეუფლოს სტილისტურ უნარ-ჩვევებს, მიიღოს თეორიული ცოდნა  და პრაქტიკული გამოცდილება შეჭრა-დავარცხნის, ღებვის, თმის ქიმიური დახვევა-გასწორების და ასევე თმის სრულფასოვანი, პროფესიონალური მოვლის შესახებ. სტუდიაში შექმნილია კომფორტული სასწავლო პირობები კვალიფიციური ცოდნის შესაძენად, გამოიყენება დახვეწილი სასწავლო მასალა და უახლესი პროდუქცია ტექნიკური ნაწილისათვის. სტუდიის მიზანია, ხელი შეუწყოს ამ სპეციალობის განვითარებას საქართველოში.

გარდა ტექნიკური სემინარებისა და სწავლების კურსისა, შვარცკოფის სტუდიაში თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას შვარცკოფის პროდუქციისა და გამოყენების  შესახებ  და ეზიარებით  აქტუალურ, მოდურ ტენდენციებს სტილისტურ სამყაროში.