სილამაზის სალონები

თმის პროფესიონალური მოვლის ლიდერი ბრენდი Schwarzkopf Professional

საქართველოში 2001 წლიდანაა წარმოდგენილი და უკვე 21 წელია სალონური ბიზნესის განუყოფელი ნაწილია.

 

პროდუქციის შეძენა ძირითადად  სილამაზის სალონებშია შესაძლებელი, რადგანაც Schwarzkopf Professional –ის პროდუქციის სწორი მოხმარება სათანადო სწავლებასა და პროფესიონალურ კონსულტაციას ეფუძნება. ამიტომ, სტილისტთა დახელოვნებას შვარცკოფ პროფესიონალის ბიზნესის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.  შესაბამისად, სტილისტები აქტიურად და დიდი ინტერესით ესწრებიან კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებსა და სემინარებს, სადაც  სრულად იღებენ ინფორმაციას პროდუქციისა და მათი მოხმარების შესახებ, ეცნობიან ინოვაციურ ტექნოლოგიებს  და თანამედროვე და მოდურ ტენდენციებს თმის ვარცხნილობასა და სტილში.

 

Schwarzkopf Professional–ის ბრენდს ემსახურება სავაჭრო წარმომადგენლებისა და ასისტენტების პროფესიონალი გუნდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა  და პროდუქციის დროულად მიწოდებაზე.

 

შვარცკოფ პროფესიონალის ბრენდი წარმოდგენილია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე , 1000-მდე სალონში.

 

კომპანია Schwarzkopf Professional ცნობილია თავისი ინოვატორული პროდუქციითა და ერთადერთია მსოფლიო მასშტაბით, ვინც ქმნის მოდურ ვარცხნილობებს და წელიწადში ორჯერ წარადგენს კოლექციის სახით, რომელსაც ეწოდება Essential Looks.

 

კომპანია Schwarzkopf ამაყობს საუკუნოვანი ისტორიითა და გამოცდილებით! აღსანიშნავია, რომ  ბრენდმა 2009 წელს დაბადებიდან 111 წელი იზეიმა!