დისტრიბუცია

 

„შარმ ტრეიდინგი“ არის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში. მინიჭებული აქვს  მსოფლიოში წამყვანი ბრენდების დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლება, ეს ბრენდებია: Unilever, Henkel,Schwarzkopf, Schwarzkopf Professional, Eczacibasi, SCA, Tchibo და სხვა.

 

 

ტერიტორია, რომელზეც “შარმ ტრეიდინგი” ახორციელებს დისტრიბუციას, მოიცავს მთელ საქართველოს.ყველა დიდ ქალაქში ფუნქციონირებს კომპანიის წარმომადგენლობითი ფილიალები. დისტრიბუციის ორგანიზება ხდება რეგიონალური საწყობებიდან, რომლებიც მდებარეობენ ქალაქებში:ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, გორი, ახალციხე და მარნეული. 

 

 

 „შარმ ტრეიდინგი“ ემსახურება მაღაზიების ყევლა ჯგუფს, მათ შორის: Key Account,  ABC კლასის მაღაზიები, ჰიპერ მარკეტები, მარკეტები, მცირე ზომის მაღაზიები, საბითუმო წერტილები, აფთიაქები და სააფთიაქო ქსელები. მათი საერთო რიცხვი დაახლოებით 10 000-ს შეადგენს . კომპანია ახდენს სურსათის, საყოფაცხოვრებო ქიმიის, პარფიუმერიის და სახლის მოვლის საშუალებების დისტრიბუციას. 

 

                                                                                                       

 

თითოეულ ბრენდს მართავს პერსონალური ბრენდ მენეჯერი, რომელსაც თავის მხრივ წარმოადგენს სადისტრიბუციო განყოფილება დაკომპლექტებული სავაჭრო წარმომადგენლებითა და სუპერვაიზერებით.

 

„შარმ ტრეიდინგი“დისტრიბუციას ახორციელებს,როგორც  პრისეილის, ასევე  ვენსეილის  სისტემით. სავაჭრო  წარმომადგენლები აღჭურვილნი არიან კომუნიკატორებით, პრინტერებით და სხვა საჭირო გამართული ტექნიკური საშუალებებით. კომუკატორების მეშვეობით ხდება ინფორმაციის გაცვლა სავაჭრო წარმომადგნლებსა და ძირითად სერვერს შორის, რაც უზრუნველყოფს სავაჭრო წარმომადგენლის მუშაობის კონტროლს ნებისმერ დროს.

ვენსეილი ახორციელებს დისტრიბუციას სატვირთო ავტომობილებით. თითოეულ ეკიპაჟში შედის სავაჭრო წარმომადგენელი და სავაჭრო წარმომადგენლის ასისტენტი.

           

პრისეილი მუშაობს მსუბუქი ავტომობილით. მის მიერ აღებული შეკვეთების ადგილზე მიტანას უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური ლოჯისტიკის სამსახური. ლოჯისტიკის სამსახურიც თავის მხრივ აღჭურვილია სატვირთო ავტომობილებით.

 

„შარმ ტრეიდინგის“ ავტოპარკი ფუნქციონირებს GPS სისტემით, რაც საშუალებას იძლევა მუდმივი კონტროლის ქვეშ იყოს მთლიანი პარკის უსაფრთხოება და მარშრუტის შესაბამისი გადაადგილების პროცესი.

 

კომპანიას აქვს საკუთარი ტრეინინგ ცენტრი, სადაც მუდმივად ტარდება სხვადასხვა სახის ტრეინინგები, როგორც ახალი თანამშრომლებისათვის, ასევე უკვე არსებული თანამშრომლების გადამზადების ან კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

 

სავაჭრო  წარმომადგენლებისთვის ყოველდღიურად დგება კონკრეტული მარშრუტი და გადაადგილების შესაბამისი გრაფიკი.

 

სავაჭრო ქსელის მენეჯერთა ჯგუფი ყოველ სამუშაო დღეს ზრუნავს პროდუქციის მერჩენდაიზინგზე მთელისაქართველოს მასშტაბით.