კორპორატიული ივენთები

მენეჯერთა კონფერენცია და საზეიმო მეჯლისი 2022

სექ 1 / 2022
2022 წლის აგვისტოს თვეში შარმ ტრეიდინგში მენეჯერთა კონფერენცია გაიმართა, სადაც შეჯამებული იქნა გასული სამი წლის შედეგები. მენეჯერთა კონფერენცია საზეიმო მეჯლისმა დაასრულა. ღონისძიება წინანდლის მამულში გაიმართა.
 
შარმ ტრეიდინგმა ასევე გამართა ყოველწლიური დაჯილდოვება და გამოავლინა 3 წლის გამარჯვებულები სხვადახვა ნომინაციებში, რომლებიც გრანდიოზული პრიზებით დაჯილდოვდნენ.
 
საუკეთესო თანამშრომლები ოჯახთან ერთად საქართველოს კურორტებზე დაისვენებენ.
საუკეთესო რეგიონალურ მენეჯერებს ტექნიკის ვაუჩერები გადაეცათ.
სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ თანამშრომლები, რომლებმაც პანდმემიის დროს განსაკუთრებით რთულ პერიოდში იმუშავეს.
აფრიკის საფარის ტურით დაჯილდოვდნენ საუკეთესო გაყიდვების და ბრენდ მენეჯერები.
 
კომპანია ულოცავს ყველა გამარჯვებულს და მადლობას უხდის მათ თავდაუზოგავი შრომისთვის.