ჩვენს შესახებ

კომპანია “შარმ ტრეიდინგი” გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. 

 

კომპანია დაარსდა 1998 წელს. ეს იყო რთული პერიოდი საქართველოში. არასტაბილური პოლიტიკური და არაკონკურენტული ეკონომიკური გარემო, დაუხვეწავი საკანონმდებლო ბაზა თითქმის შეუძლებელს ხდიდა ლეგალური, თანამედროვე, ევროპული ტიპის კომპანიის ჩამოყალიბებას საქართველოში. “შარმ ტრეიდინგი” ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში ვინც ეს მოახერხა. მას უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა უცხოელი პარტნიორებისგან.  მათგან ერთ-ერთი პირველია  გერმანული კორპორაცია Schwarzkopf&Henkel.  უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა თანამედროვე დისტრიბუციის დანერგვაში  ასევე ცნობილმა კომპანია  Unilever-მა. “შარმ ტრეიდინგი” უდიდეს მადლიერებას გამოხატავს ყველა პარტნიორის მიმართ, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს კომპანიის განვითარებასა და მხარდაჭერაში. 

 

მცირე რესურსების მიუხედავად ახალგაზრდა და მონდომებულმა კოლექტივმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. 

 

კომპანიის საქმიანობა, რომელიც პირველ ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქს მოიცავდა ძალიან მალე რეგიონალური მასშტაბის ქსელად იქცა და ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. 

 

პარტნიორთა უდიდესი ნდობისა და წარმატებული საქმიანობის შედეგად, “შარმ ტრეიდინგი” გახდა მსოფილიოს წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოსა და სომხეთში. 

 

დღეს კომპანია დისტრიბუციას უწევს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა:Unilever, Henkel, Schwarzkopf&Henkel, Eczacibasi, Tchibo, SCA, Carlsberg, 3M და სხვა.

 

ამიერკავკასიის ბაზარზე კომპანიამ თავის მოღვაწეობის პერიოდში არაერთხელ დაამტკიცა პროფესიონალურად მუშაობის უნარი და სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობა, რამაც უზრუნველყო პარტნიორებთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობა.

 

კომპანიამ დისტრიბუციის გარდა სხვა მიმართულებებითაც განავითარა ბიზნესი და დღეისათვის თავის ჯგუფში აერთიანებს ისეთ დიდ პროექტებს როგორიცაა: შ.პ.ს. „ბი ემ სი შარმი“ , ს.ს „ლელო“ და შ.პ.ს „იალონი“ 

 

„შარმ ტრეიდინგი“ არის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი გადასახადების გადამხდელი, რომელიც ასევე ერთ-ერთი პირველი გახდა ოქროს სიის წევრი კომპანია.

 

 

„შარმ ტრეიდინგ“-ში  მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია  600-მდე თანამშრომელი, ხოლო კავკასიის მასშტაბით - 1000; ეს გახლავთ პროფესიონალთა ის ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის  მზარდ წარმატებას. 

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ადამიანური რესურსები და  მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და კომფორტული გარემოს შექმნაზე.

 

ჩვენი მიზანია, სამომხმარებლო ქსელის მსოფლიოს ბრენდების პროდუქციით მომარაგება, კვალიფიციური დისტრიბუციის განხორციელება, როგორც სავაჭრო ისე არა სავაჭრო ობიექტებთან და სალონებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას ყველგან, დროულად და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ფასად.