დასაქმება

კონტროლის სპეციალისტი

მარ 20 / 2023

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს.  "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Unilever, Rexona, Axe, Clear, Domestos,  Lipton,  Calve,  Algida,  Henkel, Persil,  Perwoll, Schwarzkopf, Palette,  Gliss Kur,  Syoss, Fa,  Selpak, Colgate,  Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა) 

ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად. 
 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე:www.sharm.ge
 
კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ აცხადებს კონტროლის სპეციალისტის ვაკანსიას:

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი:  სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
 


ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასაწყობო ნაშთების კონტროლი (აღწერები)
  • დოკუმენტაციის წარმოება
  • პრობლემური ვალებისა და სავაჭრო ობიექტების კონტროლი
  • სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგის კონტროლი
  • სავაჭრო წარმომადგენლების დებიტორიული დავალიანების ანალიზი
  • ხელშეკრულებების კონტროლი კონტრაგენტებთან
  • რისკების დადგენა
  • მივლინებები რეგიონებში (ბათუმი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თელავი)
  • რეპორტინგი
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
  • უმაღლესი განათლება 
  • საოფისე პროგრამები 
  • მართვის მოწმობა B კატეგორია (აუცილებელი მოთხოვნა)

დამატებითი უნარები:

  • მათემატიკური უნარ-ჩვევები
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი 
  • მიზანდასახული
 
აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსთვის საჭირო საწვავს)
 
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებითი რესურსით. 
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე vacancy@sharmtrading.ge  გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „კონტროლის სპეციალისტი“
 
სადისტრიბუციო კომპანია „შარმ ტრეიდინგ“-ში  თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. 
 
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
 
„შარმ ტრეიდინგი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!