დასაქმება
სავაჭრო წარმომადგენელი ქუთაისის ფილიალში
კომპანია „შარმ ტრეიდიგნი“ აცხადებს სავაჭრო წარმომადგენლის ვაკანსიას:
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
შრომითი ანაზღაურება: მოქნილი და კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემა
ფუნქცია-მოვალეობები:
- შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა
- სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა
- შეკვეთების მიღება და გაფორმება
- სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში
- პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა
- მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა
- მარკეტინგული აქტივობების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია)
- მართვის მოწმობა B კატეგორია (აუცილებელი მოთხოვნა)
დამატებითი უნარები:
- მათემატიკური უნარ–ჩვევები
- ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი
- პრეზენტაციის უნარი
- მიზანდასახული
- ენერგიული
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსთვის საჭირო საწვავს და ავტომობილის ცვეთის ხარჯს)
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებითი რესურსით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: levan@sharm.ge გთხოვთ მიუთითოთ სასურველი თანამდებობა „სავაჭრო წარმომადგენელი ქუთაისი“
სადისტრიბუციო კომპანია „შარმ ტრეიდინგ“-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
„შარმ ტრეიდინგი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!