დასაქმება

პროდუქციის გამშვები არეალის მენეჯერი

აპრ 15 / 2019

 კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ აცხადებს პროდუქციის გამშვები არეალის მენეჯერის  ვაკანსიას

 
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი: 09:00სთ-17:00სთ, შაბათი: 09:00სთ-15:00სთ)
შრომითი ანაზღაურება:  ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის  უნარ-ჩვევებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე  
 
ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობში პროდუქციის მიღების, განლაგების, აგროვების და გაცემის პროცესების მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება    
  • თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და კონტროლი
  • აგროვებული შეკვეთების გადანაწილება და გადამოწმება გაცემამდე
  • საწყობში ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შრომითი ნორმებისა და წესების დაცვა და მონიტორინგი
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • Mიცროსოფტ Excel-ის ცოდნა
  • სააღრიცხვო პროგრამა 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • მათემატიკური უნარები
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად 
დამატებითი უნარები:
  • პასუხისმგებლიანი
  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური
  • ენერგიული
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი
 
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებითი რესურსით. 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ  CV შემდეგ მისამართზე: vacancy@sharmtrading.ge  სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „პროდუქციის გამშვები არეალის მენეჯერი“