დასაქმება

 

მოგესალმებათ "შარმ ტრეიდინგი"-ს კადრების განყოფილება!

ჩვენი ორგანიზაციის წარმატება დამოკიდებულია თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე.

 

ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდა, ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომის მოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ გუნდური მუშაობა, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.

სადისტრიბუციო კომპანია ”შარმ ტრეიდინგში” ადამიანური რესურსების შერჩევა გამჭირვალე და ობიექტური პროცესია, ვაკანსიები ყოველთვის ღიად არის გამოცხადებული თითქმის ყველა პოპულარულ დასაქმების საიტზე. შეფასების კრიტერმუმები მკაცრად არის განსაზღვრული ყველა აპლიკანტისათვის.

შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობას. გამოგზავნილი სააპლიკაციო ფორმის განხილვის შემდეგ ვუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს.

პირველ ეტაპს წარმოადგენს ინდივიდუალური გასაუბრება, რის შედაგადაც, შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას (კანდიდატის ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების შეფასების მიზნით), ბოლო ეტაპი, ეს არის გასაუბრება პიროვნებასთან, ვისთანაც აპლიკანტს უშუალოდ მოუწევს მუშაობა.

კომპანიას აქვს საკუთარი ტრეინინგ ცენტრი, სადაც ტარდება სხვადასხვა სახის ტრეინინგები, როგორც ახალი თანამშრომლებისათვის, ასევე უკვე არსებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.


იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე ვაკანსიებში თქვენთვის საინტერესო პოზიცია ვერ აღმოაჩინეთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ გაქვთ ის თვისებები და პროფესიული უნარები, რაც ჩვენი კომპანიის მოთხოვნებს შეესაბამება, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე(CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@sharmtrading.ge თვქენი მოანცმები შეინახება ადამიანური რესურსების განყოფილების მონაცემთა ბაზაში და შესაფერისი პოზიციის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებით.


გისურვებთ წარმატებასა და კარიერულ ზრდას!

 

 

რჩეული ვაკანსიები